"საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის" ყოფილი მთავარი ეკონომისტი, რობინ ბრუქსი, გასული წლის ბოლოს, პოლონეთში დაფიქსირებულ საექსპორტო მონაცემებს X-ზე ეხმაურება.
„2023 წლის დეკემბერში, პოლონეთიდან ბელარუსში ექსპორტმა ახალ, ყველა დროის რეკორდს მიაღწია. არ არის აუცილებელი, რაკეტის მეცნიერი იყო იმის მისახვედრად, რომ ყველა ეს მასალა რუსეთში მიდის. 2 წელია, უკრაინაში ომია. 2-წლიანი უაზრო ომი და აღუწერელი ტანჯვა მათ შორის, ვინც გადარჩა და ეს არის საუკეთესო, რაც ევროკავშირს შეუძლია?“, - წერს ეკონომისტი.