ომის 150-ე დღე ახლო აღმოსავლეთში. კაიროში გამართულ მოლაპარაკებებს ისრაელის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. მიზეზად თელ-ავივი "ჰამასის" მიერ მათი პირობების უგულებელყოფას ასახელებს. ისრაელის ერთ-ერთი მოთხოვნა მძევლების სიის დაზუსტება იყო.
ამავე დროს, თეთრ სახლში ამბობენ, რომ ისრაელი მზად იყო 6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიეღო, თუმცა "ჰამასთან" შეთანხმება ვერ მოხერხდა. პალესტინის ტერორისტული ორგანიზაცია ღაზაში ბრძოლის სრულ შეწყვეტას ითხოვს.
ამავე დროს ღაზას სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას შეერთებულმა შტატებმა პირველად თვითმფრინავის საშუალებით ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა.