15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
გასული წელი იყო ისტორიული პროექტების წელი - მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშზე

გასული წელი იყო ისტორიული პროექტების წელი - საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად 370 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა ჩვენი ქვეყნის ორ სამთო-სათხილამურო კურორტზე და მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი აღდგენის მიმართულებით, გამორჩეულია და ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, ტურიზმის სფეროზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს, რაც ბაზარზე ახალ ჩინური ავიაკომპანიების შემოსვლასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"გასული წელი იყო ისტორიული პროექტების წელი, სადაც საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად 370 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა ჩვენი ქვეყნის ორ სამთო-სათხილამურო კურორტზე და მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, როგორიც არის: ახალი საბაგირო კომპლექსი, ხელოვნური განათვლინებ სისტემები, ხელოვნური ტბის რეზერვუარები, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ღირსეულად ემასპინძლა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის, როგორიც არის, სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში. საქართველო, მსოფლიო მასშტაბით არის გამორჩეული ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი აღდგენისა და განვითარების კუთხით, მათ შორის შემოსავლების მიმართულებითაც. თუ ჩვენ შევხედავთ გლობალური აღდგენის დინამიკას, გლობალურად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 93%-ით აღდგა, მაშინ როდესაც საქართველომ შეძლო ის, რაც ძალიან ცოტა ქვეყანამ მოახერხა გლობალურად. ჩვენი შემოსავლების აღდგენის დინამიკა არა მხოლოდ 100%-ით აღდგა, არამედ გადავაჭარბეთ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით. ასევე, სასიხარულოა ის, რომ აჭარა გასულ წელს ყველაზე მონახულებადი რეგიონი იყო, შემდეგ მოდის სტანდარტულად თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და მე მინდა ყურადღება იმერეთის რეგიონზე შევაჩერო, როგორც მე-5 ყველაზე მონახულებადი რეგიონი. რა თმა უნდა ხაზი უნდა გავუსვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობას, რომელიც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ღირებულების მატარებელია იმერეთის რეგიონში. გასულ კვირას, ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმა სავიზო რეჟიმი, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების კუთხით, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე და ავიაციაზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ორი ქვეყნის აღნიშნული გადაწყვეტილება, უდიდეს სტიმულს მისცემს პირდაპირი ფრენების გაზრდას და იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი ჩინური ავიაკომპანიები შემოვიდნენ და კერძო სექტორთან ერთად ვნახოთ ჩინეთიდან შემოსული ტურისტული ნაკადების გაზრდა, რომელიც დადებითად აისახება შემოსავლების ზრდაში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები