13 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოში, სამი ადგილიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარზე მეტია.

დღის ამბები