27 დეკემბერი 2024,   01:18
ვრცლად
"ეშმაკის საქმეს აკეთებთო - მომარტყა ცხვირში" - იაგო ხვიჩიასა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიასა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატს სამედიცინო დახმარება დაჭირდა.

ხვიჩია ჰყვება, რომ მოქალაქე "გირჩის" ოფისში მივიდა და გამოთქვა უკმაყოფილება "ბიბლიური თავისუფლების" საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"გუშინ მოვიდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, არც სახელი ვიცი მისი და არც გვარი. ჯარის საბუთი რატომ მიეცით ჩემს ძმასო, თქვენო ეშმაკის საქმეს აკეთებთო, თუ რაღაც ასეთი. მე რომ ჩავერიე, რა გინდა-მეთქი და მოვუწოდე, რომ გარეთ გასულიყო, მოიხედა და მომარტყა ცხვირში. კარგად ვცემეთ, როგორც ასეთი, მაგრამ ეს ცხვირზე დამრჩა მაინც.

მერე არ მინახავს ფიზიკურად, ახლა რომ გამოჩნდეს, დაიჭერენ, შესაბამისად, არ გამოჩნდება თვითონ, ეჭვი მაქვს. ჩემი აზრით, არავის მოუგზავნია - ეს ჩვეულებრივი სულელია, როგორებიც დადიან ხოლმე და თავს იღუპავენ. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას, ზოგადად, არაფერს ვერჩით, სასამართლოს ვინაიდან არ ვენდობით, ვიცი რომ ეს საქმე, საბოლოო ჯამში, მივა სასამართლოსთან და მე არ მინდა, ჩემი საჩივრის გამო ვიღაც გაასამართლოს მურუსიძის სასამართლომ,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები