შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა.
შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანება კი, თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.