16 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
სამხედროების ინფორმაციით, "ჰამასი" იპარავს საკვებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს - დანიელ ჰაგარი

ისრაელის გაძლიერებული თავდასხმები ღაზაზე მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი , მათ შორის არიან ბავშვები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული მარაგი კი მცირეა.

პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა თელ ავივში გამართული მორიგი ანტისამთავრობო აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები მას შემდეგ დააკავეს,რაც აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს.

აქცია გაიმართება იერუსალიმშიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილები მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ბრიგადის გენერალი, ისრაელის თავდაცვის არმიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, "ჰამასი" მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას იპარავს.

"რამადანის დაწყების წინაც კი "ჰამასი" ცდილობს ხელი შეუშალოს ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას. "ჰამასი"სპობს მედიაციის შესაძლებლობას. ერთადერთი, რაც მათ აღელვებთ საკუთარი ლიდერების უსაფრთხოებაა. ჩვენი სამხედროების ინფორმაციით, "ჰამასი" იპარავს საკვებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს და მათ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაცვლად ტერორისტებს აწვდის. დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება და ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ მცდელობას გავაგრძელებთ ისევე, როგორც არ შევწყვეტთ მოქმედებას "ჰამასის " სამხედრო შესაძლებლობების გასანადგურებლად", - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

დღის ამბები