საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. მაია ომიაძემ შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, ახალი ბაზრების ათვისების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს, წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და მომსახურების სფეროში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტებს.
ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.