თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ავტოპარკის განახლებაზე გაამახვილა ყურადღება.
"მანის" მარკის 18 მეტრიანი ავტობუსი უკვე მე-5 მარშრუტზე გავა - 301-ე ხაზზე, რომელიც ბურჯანაძის ქუჩიდან რუსთაველისა და ჭავჭავაძის გავლით პოლიტკოვსკაიამდე მივა.
თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვიდრე სხვა მოცულობის ავტობუსებს.
პარალელურად კახი კალაძემ დააანონსა, რომ თბილისში მალე შემოვა დამატებით 110 18 მეტრიანი ავტობუსი.
"18 მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. 50 ერთეული ავტობუსი, რომელიც უკვე შემოსულია, ეტაპობრივად გადის სხვადასხვა მარშრუტებზე. 16 მარტიდან 301 მარშრუტზე დაიწყებს მგზავრების მომსახურებას 18 მეტრიანი ავტობუსები - ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან "თბილავიამშენის" მიმდებარედ, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე იმოძრავებს აღნიშნული ავტობუსები. ჩვენ ველოდებით ასევე 110 ერთეულ ავტობუსს, რომელიც ეტაპობრივად შემოვა", - აცხადებს კახა კალაძე.