სექტემბერში გურიას, კერძოდ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 5 ახალი საბავშვო ბაღი ექნება. მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ნიგვზიანში, ნინოშვილში, აკეთში, ჯურუყვეთსა და გულიანში.
სამუშაოებისთვის მთლიანობაში 7 მილიონზე მეტია გამოყოფილი და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
მიდის თუ არა მშენებლობა გეგმის მიხედვით - ადგილზე არსებული ვითარება ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს.