რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში ავტომობილი შევარდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა, მანქანის გაჩერებისას, სავარაუდოდ, დამუხრუჭება ვერ შეძლო და აფთიაქის მინას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
"რუსთავი 2" დამატებით დეტალებს არკვევს.