27 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
ონის მუნიციპალიტეტის გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო გზის დაახლოებით 550 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, რაც გულისხმობს სანიაღვრე არხებისა და ბეტონის საფარის მოწყობას.

პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 350 000-სს ლარზე მეტია. სამუშაოების 2024 წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.

 

დღის ამბები