"ნოვრუზ ბაირამისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტში - სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, შედგა ცეცხლის ანთების ცერემონია, ჩატარდა თეატრალური პერფორმანსი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ასევე - გასართობი შოუპროგრამა პატარებისთვის.
დღესასწაული ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების, სამუსიკო სკოლების, დიტო ქისიშვილისა და აფიკ ნოვრუზოვის კონცერტით დასრულდა.