10 მაისი 2024,   05:16
ვრცლად
პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა - ამის შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირები იტყობინებიან.

შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მოხდა. სამაშველო სამსახურის დირექტორმა აღნიშნა, რომ სამაშველო ოპერაციის დროს გუნდებმა ცხედრები აღმოაჩინეს, ხოლო გადარჩენილები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები