რუსთაველის თეატრში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ფილმის - "რობიკოს მასტერკლასის" პრემიერა გაიმართა.
ჩვენებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო. ფილმი, რომელიც რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ გადაიღო, რობერტ სტურუას 85 წლისთავს მიეძღვნა.