ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. გამართულ ღონისძიებაზე, ბავშვებისა და მშობლების ჩართულობით, მრავალფეროვანი, კულტურული და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობა მოკლებულთა ორგანიზაცია "მადლი"-ს ბენეფიციარებმა.