აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში, საქართველოს დელეგაცია ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 2-იდან 5 მაისის პერიოდში, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.
უწყების ცნობით, ბანკის პრეზიდენტმა მინისტრს მადლობა გადაუხადა ღონისძიების მაღალ დონეზე მომზადებისა და დაგეგმვისთვის. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ასევე, იმსჯელეს აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაა.