16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების“ შეხვედრა გურიაში პარტიულ აქტივთან. პარტიის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, სამომავლო გეგმებზე ამჯერად ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონებში შეხვედრების დასრულების შემდეგ, საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყება.

"ქართული ოცნების" მიზანი, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა.

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში, შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მოვამზადოთ პარტია არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. 

გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები