18 აგვისტო 2026,   09:27
ვრცლად
აზიის განვითარების ბანკი, რუსთავში ურბანული განვითარების და მწვანე ინდუსტრიული პარკების შექმნაზე ორიენტირებულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა

აზიის განვითარების ბანკი, რუსთავში ურბანული განვითარების და მწვანე ინდუსტრიული პარკების შექმნაზე ორიენტირებულ პროექტებში, ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა.

ქალაქის მერი, დეპუტატებთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროსს მარია პია ანკორას და ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმებზე და რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აზიის განვითარების ბანკის მხრიდან რუსთავში ურბანული და ეკოლოგიური პროექტების მხარდაჭერა, ქალაქის ახალი განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება.

საქართველოში ვიზიტად მყოფი მკვლევართა ჯგუფი, ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში, ინდუსტრიულ, სივრცით დაგეგმარებაზე და "მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის" გეგმებზე მუშაობს.

რუსთავში არსბული რესურსების შესწავლის შემდეგ, ჯგუფი იმ პროექტებზე იმუშავებს, რომლის განხორციელებაშიც, აზიის განვითარების ბანკი, სამომავლოდ ინვესტირებას შეძლებს.

 

დღის ამბები