"ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში" - ამ სახელწოდებით, ყოველწლიური კონფერენცია ტარდება.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალები, როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე - არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიებს ქალთა პერსპექტივების, მთავრობასა და ბიზნესში ქალების აქტიური მონაწილეობის, ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობისა და გენდერული საკითხების შესახებ ევროინტეგრაციის ჭრილში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან USAID-ი და "გაზელ ფაინანსი".