დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს დღეიდან ავტობუსები დაემატა და მოცდის ინტერვალი შემცირდა.
ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე გაიზარდა. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო მცირდება 8 წუთამდე, N370-ზე - 15 წუთამდე, N381-ზე - 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე - 10 წუთამდე.
"აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.