როგორია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ლარის კურსი და ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევები - ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ, დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრი მიდის.
ლევან დავითაშვილი დეპუტატთა წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება. კანონმდებლებისთვის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ, უპასუხებს შეკითხვებსაც.
მმართველი გუნდი ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნის დადებით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას. გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრობს ოპოზიცია.