15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
საპენსიო სააგენტომ ბოლო 5 წლის ანგარიში წარადგინა

საპენსიო სააგენტომ ბოლო 5 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე საინვესტიციო პროცესების პრეზენტაცია გაიმართა.

საპენსიო ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 4.8 მილიარდ ლარს მიაღწია. 1 მილიონ ლარზე მეტია საინვესტიციო მოგებაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს ეროვნულო ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. მიმდინარეობს პანელური შეხვედრებიც, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

"5 წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივების საინვესტიციო ჯამურმა ამონაგებამ 1 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა და საპენსიო აქტივები 4.8 მილიარდი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. 5 წლის წინ დაიწყო რეფორმა და მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ გაიარა პანდემია, მსოფლიო ეკონომიკური რყევები, მაგრამ დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ის შედეგები, რომელზეც დადებითად პოზიტიურად ვსაუბრობთ. დღევანდელი მონაცემებით ძალიან მაღალი ამონაგები აქვს საინვესტიციო შედეგებს,“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე.

დღის ამბები