სოციალურ ქსელში გავრცელდა UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას და ლიონელ მესის შეხვედრის ამსახველი ვიდეო-კადრები. თოფურია მაიამიში ამერიკის საფეხბურთო ლიგის სეზონის მატჩს დაესწრო, რომელშიც "ინტერ მაიამი" "კოლორადო რაპიდსს“" დაუპირისპირდა.
შეხვედრაში გოლის გატანა ლიონელ მესიმ მოახერხა. მატჩის შემდეგ თოფურია მესისა და "ინტერ მაიამის" სხვა ვარსკვლავებს – ლუის სუარესს, სერხიო ბუსკეტსსა და ხორდი ალბას შეხვდა.
ქართველმა ჩემპიონმა არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა:
"სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად. სამაგალითო ჩემთვის და მისაბაძი ადამიანი ყველასთვის".