15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
საქსტატის ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს აღწერის მეთოდოლოგიის და კითხვარების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა

სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა. სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია აღწერის მეთოდოლოგიის და კითხვარების შესახებ. მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. პარალელურად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.

"დღეს სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის აღწერის პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს აღწერის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს. აქ წარმოდგენილია ინფორმაცია აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების და ბიუჯეტის შესახებ. გარდა ამისა, სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ აღწერის მეთოდოლოგია და კითხვარები, რომლითაც შეგროვდება მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის აღწერის მონაცემები. როგორც მოგეხსენებათ, აღწერა დაგეგმილია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით,“ - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

დღის ამბები