მთავრობამ საყოველთაო საგადასახადო ამნისტია გამოაცხადა. ნებისმიერი ფიზიკურ პირს და ინდმეწარმეს, რომელსაც 2021 წლის პირველ იანვრამდე სახელმწიფოს მიმართ ვალი დაუგროვდა, გაუნულდება. ამისთვის მთავარია პირს აღიარებული ჰქონდეს, რომ ნამდვილად გააჩნია საგადასახადო დავალიანება, ასეთი კი, როგორც აღმოჩნდა 145 000 მოქალაქეა.
590 მილიონი ლარი - ამ თანხას პატიობს სახელმწიფო პირებს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო ქვეყნის ეკონომიკას ვეღარ აძლიერებენ.
საყოველთაო საგადასახადო ამნისტიის გამოსაცხადებლად პარლამენტის მხარდაჭერა დარჩა, პროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს რამდენიმე დღეში გადააგზავნის. ანა შავგულიძე ერთ-ერთია იმ 145 000 მეწარმიდან, რომელსაც საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.
საუბარია 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაუხდელ, აღიარებულ ვალზე. გადაწყვეტილება დარიცხული საურავის გაუქმებასაც მოიცავს. მეწარმეები ამბობენ, რომ ინიციატივა მათთვის ახალი შესაძლებლობაა, ბიზნესი ისევ განავითარონ და ქვეყნის ეკონომიკაში წვლილი შეიტანონ. ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანების გაუქმება, მეწარმეებს ეკონომიკურ საქმიანობაში დააბრუნებს. მთავრობის გადაწყვეტილება ეხება როგორც არამეწარმე და მეწარმე ფიზიკურ პირებს, ასევე ინდმეწარმეებს, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
ინიციატივის მიზნობრიობაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა ფინანსთა მინისტრმაც.
ბიზნესის ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტებიც. ამბობენ, რომ ახალი გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის დადებით გავლენას იქონიებს. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ პროექტს მთავრობა პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის.