15 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომაში მონაწილეობს

ტურიზმის ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრაზეა წარმოდგენილი.

კომისიის სხდომა ტირანაში ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. მან ტურიზმის მსოფლიო დღის საქართველოში მასპინძლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. საქართველოს სექტემბერში, მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმარი და ტურიზმის სფეროს პროფესიონალი ეწვევა.

დღის ამბები