17 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მინისტრის მოადგილემ ამერიკის ელჩს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მინისტრის მოადგილემ ამერიკის ელჩს უმასპინძლა.

დიპლომატმა დეპარტამენტს, ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ დღეს ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი აღჭურვილობა გადასცეს.

"დღეს ქართულ მხარეს გადავეცით ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, ძლიერმოქმედი სპექტრომეტრი, რომელიც მტკიცებულებების ანალიზს ახორციელებს, რაც კანონდამრღვევების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ღონისძიება ხაზს უსვამს იმ თანამშრომლობას, რაც ორ ათეულ წელზე მეტია გრძელდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რის ფარგლებშიც აშშ-ის მხარემ 9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ვიმედოვნებ, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც არა მხოლოდ ქართული, არამედ, ამერიკული მხარისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება,"- აცხადებს დანიგანი.

დღის ამბები