18 აგვისტო 2026,   10:20
ვრცლად
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, საქართველოს ყველა რეგიონში მიაგეს პატივი

35 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს რეგიონებში - თელავში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ფოთშიც. ახალგაზრდებმა სიმბოლურად 21 ფრანი გაუშვეს. დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა საკათედრო ტაძარში.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ზუგდიდშიც, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა. აქ საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობაზე.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში.

დღის ამბები