22 ნოემბერი 2024,   01:12
ვრცლად
ერთადერთი, რასაც იძახიან არის - რუსული კანონი. რომ ვეკითხებით, რატომ არის რუსული?! საერთოდ არაფერზე არ გვაქვს პასუხი - საბა მინდიაშვილი

“გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ "ქართული ოცნების" პლაკატების დაზიანების და ჩამოხევის ფაქტები დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა.

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას აპირებენ, რათა საზოგადოების კვლავ შეცდომაში შეყვანა არ მოხდეს.

"ერთადერთი, რასაც იძახიან არის - რუსული კანონი. რომ ვეკითხებით, რატომ არის რუსული?! - საერთოდ არაფერზე არ გვაქვს პასუხი. რამე დანაშაულს თუ არ ჩადიხარ და ცუდს თუ არ აკეთებ, გამჭვირვალობა პრობლემა არ უნდა იყოს შენთვის. რადგან გვიხევენ პლაკატებს, არ უნდათ რომ მივაწვდინოთ სიმართლე და რაღაც არის დასამალი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ერთი წლის წინ ჩემი თანატოლები, ჩემი მეგობრებიც კი შეცდომაში შეიყვანეს და რომ აღარ მოხდეს შემდეგში შეცდომაში შეყვანა," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, საბა მინდიაშვილმა.

დღის ამბები