15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-ით გაიზრდება, 2025 წელს კი - 5,5%-ით - აზიის განვითარების ბანკი

საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-ით გაიზრდება, 2025 წელს კი - 5,5%-ით – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ბანკის პროგნოზით, ეს შედეგი ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე გახდება შესაძლებელი. ამასთან, როგორც განახლებულ ანგარიშში წერია, აზიის განვითარების ბანკი 2024 წელს ინფლაციის მცირედით, 3,5-მდე ზრდას ელოდება, ხოლო 2025 წელს – 4 %-მდე, სამომხმარებლო ფასების მცირედი ზრდის ფონზე.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ რეგიონში, შესაძლოა, შეანელოს სერვისების ზრდა, ხოლო 2025 წელს გაიზარდოს 6,3%-მდე ტურიზმში სწრაფი წინსვლის შედეგად.

დღის ამბები