ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ აფენში, რეკრეაციული სივრცე საჭიდაო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საჭიდაო მოედნის სრული რეაბილიტაცია. ადგილზე მოეწყობა საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, დამონტაჟდება სკამები და გარე განათება, მოეწყობა დეკორატიული ბილიკები, სპორტული ღია ფიტნეს ტრენაჟორები და დასასვენებელი ფანჩატურები.
პროექტის ღირებულება დაახლოებით - 1 105 000 ლარია.