18 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ცურტავში ახლად მოწყობილი ხელოვნურ საფარიანი მინი საფეხბურთო სტადიონი მოინახულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ცურტავში, ახლად მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო სტადიონი მოინახულა.

დავით შერაზადიშვილი ცურტავისა და ნახიდურის სკოლების მოსწავლეების მიერ გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

სოფელ ცურტავში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მინი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სტადიონზე ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ტრიბუნები და მოსასვენებელი სკამები.

დღის ამბები