18 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია" - შარლ მიშელი ირანის თავდასხმაზე

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად," - აცხადებს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელს შეუტია. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, "რკინის გუმბათმა" უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტების 99% მოიგერია.

დღის ამბები