02 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
აქამდე არ მინახავს ასე არაკაცურად მიპარვოდეს ვინმე გამომსვლელს... ეტყობა რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ, ერთ მუშტს მოიქნევთ, 10 მოგხვდებათ - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა, ალეკო ელისაშვილისა და მამუკა მდინარაძის ფიზიკური დაპირისპირება დღეს პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაფასა და ელისაშვილის საქციელს არაკაცური უწოდა. მისივე თქმით, მსგავსი საქციელი საქართველოს პარლამენტში არ ახსოვს.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ვერც ელისაშვილი და ვერც რადიკალური ოპოზიციის ყვირილი იმ გეზს ვერ შეცვლის, რაც "ქართულ ოცნებას" ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული.

"აქამდე არ მინახავს ასე არაკაცურად, ქათმურად მიჰპარვოდეს ვინმე გამომსვლელს და მისთვის დაერტყას. მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ჭავჭავაძის სურათს. ხმა, კრინტი არ დაუძრავს და ამ ფაქტმა, მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი რამე გაგიგიათ? ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ მითხარით. ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს.

როგორც ეტყობა, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის, ერთ მუშტს მოიქნევთ - 10 მოგხვდებათ. რაც შეეხება დღევანდელობას, ვერც ელისაშვილი და ვერც თქვენი ზედმეტი ყვირილი იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც "ქართულ ოცნებას" ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული. ბოდიშის მოხდა არის კარგი საქციელი, მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები