04 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
იტალიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულთა ბინებიდან პოლიციამ მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ნახატები, კამერები, გასაღებები და ქურდობის რამდენიმე იარაღი ამოიღო.

ასევე ნაპოვნია ორი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გახსნას ნებისმიერი საკეტი. ამოღებულია ასევე გასული წლის სექტემბერში, ოსტიაში, სახლიდან მოპარული 9x21 კალიბრის პისტოლეტი.

დაკავებული 42 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას, სამ სხვადასხვა თანამემამულესთან ერთად, ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან," -წერია პოლიციის განცხადებაში.

დღის ამბები