საქართველოს ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან შესყიდვების მენეჯერები, ე.წ. ბაიერები ესტუმრნენ. ისინი უკვე იმყოფებოდნენ ექსპორტიორი კომპანიის საწარმოებში და გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რაც ქართულ კომპანიებს ექსპორტის მიმართულებით აქვთ.
უცხოელმა შემსყიდველებმა 20-მდე ექსპორტიორი საწარმო მოინახულეს საფეიქრო ინდუსტრიის, შესაფუთი მასალებისა და სათამაშოების სექტორიდან. პროგრამას სააგენტო "აწარმოე" USD-ის მხარდაჭერით ატარებს.