15 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს პანდემიამდე პერიოდის პლუს 80 %-ანი აღდგენაა, 2023 წელთან შედარებით კი ზრდა პლუს 7.6 პროცენტია.

რეკორდულია ევროკავშირიდან ვიზიტორების ზრდის მაჩვენებლებიც. იანვრიდან მარტამდე, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების ოდენობა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 44.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის სამ თვეში საქართველოში ერთ მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა.

დღის ამბები