15 ნოემბერი 2024,   06:07
ვრცლად
სალმონელა ჩინეთიდან შემოტანილ ქათმის ფილეში - ექსპორტიორი კომპანიის მენეჯერი "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს

"სიფუდ გრუპ თელავი" - აღნიშნული ობიექტი, საქართველოში გაყინული ხორცის შემომტანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. "კურიერი" "სიფუდ გრუპ თელავით" მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ მათ მიერ ქვეყანაში ჩამოტანილი ქათმის ხორცი დაავადებულია.

კომპანიის მიერ ჩინეთიდან შემოტანილ ქათმის ფილეში პათოგენური მიკროორგანიზმი, სალმონელა ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლინა. "კურიერი" ორი დღეა ცდილობს "სიფუდ გრუპ თელავის" ხელმძღვანელობის პოვნას, თუმცა ისინი კამერებს ემალებიან. კომპანია 1000 ლარით უკვე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესიც შეუჩერდა.

"სიფუდ გრუპ თელავი" გაყინული ხორცით ქვეყნის მასშტაბით არაერთ კვების ობიექტს ამარაგებს, მათ შორის არის "ტაშირ პიცაც". მათ მენიუში, ქათმის ხორცის შემცველი არაერთი კერძი მოიძებნება. შესაბამისად ირკვევა, რომ სწრაფი კვების ეს ობიექტი მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაავადებული ხორცით კვებავდა.

რადიკალურად განსხვავებულია ფაქტები. ირკვევა, რომ სწორედ "ტაშირ პიცაში" მომზადებული საკვები გახდა მათი მომხმარებლის ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი. ხორცის ვარგისიანობა კი ლაბორატორიულად სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ შეისწავლეს. კვლევის შედეგად ქათმის ხორცში პათოგენური მიკროორგანიზმი, სალმონელა აღმოჩნდა.

ცნობისთვის, სალმონელოზი ადამიანს ძირითად შემთხვევაში სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. ვირუსული ინფექცია ხშირად მარტივი ფორმით ვლინდება, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარების არაერთი შემთხვევაც დაფიქსირებულა.

დღის ამბები