ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
თანამშრომლობის მემორანდუმი ეკონომიკის სამინისტრომ ხუთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა. უწყებამ სტაჟირების პირობების შესახებ ინფორმაცია ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებს გააცნო.