სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა გაზრდილია. რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ 8,2% შეადგინა, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, პროფესიულმა, ტექნიკურ- სამეცნიერო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საქმიანობამ.
საქსტატის ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.