08 სექტემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ისრაელის არმიამ რაფაჰის სამხრეთით მდებარე უბნები დაიკავა - ქალაქი უკვე დატოვა 300 000-მა პალესტინელმა დევნილმა

ახლო აღმოსავლეთში ომის 219- ე დღეს, ისრაელმა საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორში ორ ქალაქზე რაფაჰსა და ჯაბალიაზე მიიტანა. "ომის კაბინეტის" მტკიცებით, ქალაქებში დაჯგუფება "ჰამასია" გამაგრებული.

ისრაელის არმიამ რაფაჰის სამხრეთით მდებარე უბნები დაიკავა, ამ დროისთვის ქალაქი უკვე დატოვა სამასი ათასმა პალესტინელმა დევნილმა, რისკის ზონაში მილიონ ოთხასი ათასი ადამიანი რჩება.

ამასთან ერთად, ისრაელის ქალაქებში ათეულობით ათასი დემონსტრანტი ნეთანიაჰუსგან ტყვეების დაბრუნების მოლაპარაკებების აღდგენას ითხოვენ. გასულ ღამეს თელ-ავივში მომიტინგეებმა მაგისტრალი გადაკეტეს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები