18 ოქტომბერი 2024,   08:08
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 150-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინაში ომი გრძელდება - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ბალისტიკური იარაღისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

გავრცელდა ინფორმაცია კიევში დრონების წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც.

აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროში, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამით, თავდაცვის ძალებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის 13 თავდასხმა მოიგერიეს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 148 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
 
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.

რაც შეეხება რუსეთს, - პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შოუგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა.

დღის ამბები