ზუგდიდში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მესამე მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობითა და შეძახილებით - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას” ქალაქის ცენტრალური ბულვარი მოიარეს. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და არც დედაქალაქში გამგზავრებას გამორიცხავენ.