ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეტაკებებია. ისრაელის არმია რაფაჰის შტურმის ოპერაციას ატარებს. ისრაელის პრემიერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დაუპირისპირდა, გალანტი ნეთანიაჰუს მიერ შეთავაზებულ გეგმას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ისრაელმა ღაზას სექტორზე კონტროლი სრულად უნდა აიღოს საკუთარ ხელში, ამისთვის კი ტერიტორიაზე საკუთარი საჯარისო შენაერთები უნდა დატოვოს.
ნეთანიაჰუს ეს გეგმა არ მოწონს ამერიკას, ამის გამო თავდაცვის მინისტრი პრემიერს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას საკუთარი გეგმის გამო, ზიანი არ უნდა მიაყენოს.
"ჰამასის" დასასრული მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პალესტინელები საერთაშორისო აქტორების თანხლებით აიღებენ ღაზაზე კონტროლს. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და განაცხადოს, რომ ისრაელი არ დამყარებს ღაზის სექტორზე სამოქალაქო კონტროლს, რომ ისრაელი არ დაამყარებს სამხედრო მმართველობას ღაზის სექტორში და დაუყოვნებლიბ იქნება დასახელებული "ჰამასის" მმართველობის ალტერნატივა ღაზაში," - აცხადებს იოავ გალანტი.