26 მარტი 2025,   23:54
ვრცლად
ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მოგვიანებით კი მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

      უმძიმესი დანაშაული გუშინ, რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 21 წლის მეუღლესა და 48 წლის სიდედრს ცეცხლი სანადირო თოფიდან მაშინ გაუხსნა, როცა ისინი ეტლით ბავშვს ასეირნებდნენ. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

      დაკავებულს ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

      დღის ამბები
      მეტი