27 ივლისი 2024,   04:32
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად, ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად, ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა გერმანიის მიმართულებით TKT.GE-ზე შეუძლიათ.

რეისები მთავრობამ დაასუბსიდირა. ერთი გზის ღირებულება 195 ევროა.

ბილეთის შეძენის პირობები ასეთია: მისი ყიდვა, სუბსიდირებულ ფასად, შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას, მოქალაქე აეროპორტში ფრენამდე, 3 საათით ადრე უნდა მივიდეს.

EURO 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.

დღის ამბები