16 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
17:10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. "რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - ეს არის დღის მთავარი სლოგანი. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია დასრულებულია. დღეს თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს 448 რეკრუტი შეუერთდა.

ყველაზე ამაღელვებელი საზეიმო ცერემონია, ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობით - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სადემონსტრაციო ფრენით დასრულდა. თუმცა, დედაქალაქში ზეიმი გრძელდება. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხედრო კომპონენტს.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებით.მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა, მასტერკლასები.

მისულ სტუმრებს დახვდებათ გასართობი სივრცეები, მათ შორის ფოტოგადაღების ზონები. განსხვავებული დატვირთვა აქვს საბავშვო სივრცეებსაც, სადაც პატარების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. მოწყობილია ასევე რადიო სტუდია, თეატრისა და კინოს სცენა.

17:10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ წელს 26 მაისი ერთი წყვილისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული და სიმბოლური აღმოჩნდა - ახალწვეულმა, რომელიც თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდა, საკუთარ რჩეულს ხელი სთხოვა.

დღის ამბები