ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - როგორც პარტიაში აცხადებენ, შენობას თავს გვიან ღამით დაესხნენ. დაზიანებულია ოფისის ფასადი, ინვენტარი და ჩამსხვრეულია შუშები.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ინფორმაციით, თავდასხმაში ასამდე პირი მონაწილეობდა.
"ღამის პირველ საათზე შეიარაღებულები იყვნენ ხის შუბებით, რამდენიმე წუთი გვიწევდა ფიზიკურად თავის დაცვა. ესენი არ გაჩერდებიან,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.