ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა - უწყება სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ასე მიულოცა ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვებს, ბავშვთა დაცვის დღე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პირველი ივნისი გვახსენებს, რომ ბავშვის ინტერესი არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ წლის ყოველ დღეს უმთავრესია.
"1-ელი ივნისი არის არამხოლოდ ამ დღეს ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებლად, რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო 1-ელ ივნისს ინიციატივით გამოდის, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.